www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული პროდუქციის ანალიზი;
** ანალიზისა და ბაზრის კვლევის მიხედვით პროდუქციის განსაზღვრა;
** ახალ პროდუქტებზე კონცეფციის ჩამოყალიბება ტრენდის მიხედვით;
** სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და წლიურ ბიუჯეტში გაწერა;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად აქტიური მუშაობა პროდუქციის შექმნასა და პრომოციაზე;
** მერჩენდაიზინგში აქტიური ჩართულობა;
** დიზაინერთან და მხატვრებთან ერთად აქტიური მუშაობა;
** კატეგორიის მენეჯერთან ერთად პროდუქციის არჩევაში ჩართულობა;
** ახალი მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, რაც არ არის ქართულ ბაზარზე ან "ბიბლუსის" ქსელში;
** შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვების განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან, პირობების გაუმჯობესება;
** პროდუქციის ეტიკეტირება რეგულაციებიდან გამომდინარე;
** ლოჯისტიკაში ჩართულობა, შესაბამისი დოკუმენტების მოგროვება და ბაზრის კვლევა საუკეთესო ფასისთვის;
** საბაჟო პროცედურებში ჩართულობა;
** ფასწარმოქმნის გაკეთება, კატეგორიის მენეჯერთან შეთანხმება;
** აქციების დაგეგმვაში და ქსელში პროდუქციის განაწილებაში ჩართულობა კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად გამოკითხვების ჩატარება ფოკუს ჯგუფთან და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში სისტემატური ჩართულობა;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბაჟო პროცედურების ცოდნა, სასურველია უმაღლესი განათლება ან სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** სასურველია წარმოების მიმართულებით გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება(პროდუქტის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |