www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო მონოგრაფი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

სასტუმრო "მონოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

1 ) შეასრულოს მთავარი შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებები;
2) აკონტროლოს, რომ საკვების წარმოება, მომზადება და პრეზენტაცია ნებისმიერ დროს უმაღლესი ხარისხისაა.
2) შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, რეცეპტის შესაბამისად სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
3) სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოფს სამზარეულოს შეუფერხებელ მუშაობას;
4) პასუხისმგებელია უმცროსი მზარეულების ზედამხედველობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@monographtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |