www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე/მოლარე
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

ავტონაწილების ქსელი PREMIX LTD აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე / მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი - ხუთშაბათი: ბუღალტრის თანაშემწე
** კვირა - მოლარე
** ასევე სხვა მოლარეების ჩანაცვლება მათი არყოფნის პერიოდში, საჭიროებისამებრ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს წარმოება და კონტროლი: თანხის მიღება, დათვლა, თანხის გაცემა
** ნავაჭრი თანხის გასავლის ორდერის შევსება და პროგრამული აღრიცხვა
** ზედნადების/ფაქტურის ატვირთვა
** გაყიდული პროდუქციისა და შემოსული თანხების თანხვედრის შემოწმება;
** ფულადი შემოსავლის მონიტორინგი, აღრიცხვა;
** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობა
** RS.ge-სთან მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში
** იმპორტის და ადგილობრივი შესყიდვების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
** საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
** პირველადი დოკუმენტების სისწორის/სისრულის კონტროლი
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის თხოვნით სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** FINA-ს ელექტრონულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ის ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
** რუსულისა და ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.
** მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება
** წარმატებული გასაუბრების შემდეგ, იქნება 1 კვირიანი ტრეინინგის პერიოდი არაანაზღაურებადი
** ტრეინინგის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სამსახურში მიღების შესახებ

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: i.aslanova@premix.ge 2021 წლის 12 აგვისტომდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტრის თანაშემწე / მოლარე)

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |