www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომტვირთავის მძღოლი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება.

კომპანიის შესახებ:

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** დისტრიბუციის მანქანების და ტრაილერების დატვირთვა/დაცლა. სასაწყობე მეურნეობაში საქონლის განთავსება/დალაგება მოთხოვნის შესაბამისად;
** საწყობში და ქარხანაში არსებული პროდუქციის გადაზიდვა, აწყობა, შეფუთვა;
** საწყობის ტერიტორიის მოვლა/დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნება.

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება - "ავტომტვირთავის მძღოლი" - უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |