www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუსტი დენის სისტემების ტექნიკური ინჟინერი
მომწოდებელი: უსაფრთხოების სისტემების კომპანია ინოტექი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

უსაფრთხოების სისტემების მომწოდებელი კომპანია "Innotech" (www.innotech.ge) აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების ინჟინერი/სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სუსტი დენების დაქსელვა (დაკაბელება)
** ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა (ანალოგური, ციფრული)
** დაცვითი და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის გამართვა (ზონური, სამისამართო, უკაბელო)
** სანქცირებული დაშვების სისტემის მონტაჟი და პროგრამული გამართვა.

მოთხოვნები:

** სტრუქტურირებულ კაბელიზაციასთან მუშაობის გამოცდილება
** ყველა ტიპის კაბელის დანიშნულების, დაბოლოებების, მათ სამართავად/მოსაწყობად საჭირო მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საფუძვლიანი ცოდნა და გამოყენება
** უსაფრთხოების სისტემების მოწყობილობების, მათ შორის უსადენო მოწყობილობების ტიპებისა და დაერთების პრინციპების ცოდნა
** სასურველია: სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების პროგრამული გამართვის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** მოტივირებული
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 11:00-15:00, კვირა: დასვენება
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7, ს/ც "ქარვასლა", ოფისი ა414.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@innotech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სუსტი დენების სპეციალისტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |