www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბათუმი ენთერთეინმენთ გრუპი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

"Batumi Entertainment Group" (BEG) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

1. ბუღალტერი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა; (უპირატესობა მიენიჭება სარესტორნო პროგრამის FINA მცოდნე კანდიდატებს)
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.

2. მთავარი ბუღალტერი

ზოგადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოების მონიტორინგი;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** ხელფასების გაანგარიშება და დარიცხვა; საპენსიო შენატანების გაანგარიშება და დარიცხვა;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება სასტუმრო და სარესტორნო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა FINA ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ან რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@beg.ge და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |