www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: აგროლაბი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის (საღამოს ცვლა) პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება;
** მარაგების პროგრამული კონტროლი;
** შესყიდვების პროგრამულად დაფიქსირება;
** შეკვეთების მიღება-დამუშავება Excel-ში;
** სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1C და Excel პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი - ორშაბათი - პარასკევი, 20:00 - 00:00;
** თანამშრომელი იმუშავებს დისტანციურად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |