www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე რეკლამის უმცროსი დიზაინერი
მომწოდებელი: SNGeorgia
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

თუ ხარ მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდა და გაქვს თავისუფალი დრო, ეს ვაკანსია შენთვისაა!

სარეკლამო კომპანია "ესენ ჯორჯია" (http://www.sngeorgia.ge) აცხადებს ვაკანსიას გარე რეკლამის უმცროსი დიზაინერის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე:

მოთხოვნები:

** Adobe Photoshop და Corel Draw-ს ცოდნა მაღალ დონეზე;
** Adobe Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

მოვალეობები:

** დიზაინერების გუნდთან ერთად კლიენტის მარკეტინგული კამპანიის შესწავლა და დიზაინების შემუშავება
** გარე რეკლამის დიზაინების შექმნა
** დამტკიცებული დიზაინების საბეჭდი და საჭრელი ფაილის გამზადება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული ხედვა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს
** კომფორტულ გარემოს
** მოქნილ გრაფიკს

სამუშაო პირობები:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 15:30 სთ-მდე ან 15:30-დან 19:00 სთ-მდე
შაბათი: 11:30-დან 15:00 სთ-მდე
გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე (ანაზღაურებადი) 300 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო/ნამუშევრები შემდეგ მისამართზე info@smith.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |