www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, გორი, რუსთავი, მცხეთა და ქუთაისი მარაგდება.

კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსატრანსპორტო საშუალების მექანიკოსის პოზიციაზე, ქუთაისის ფილიალში.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00
დასვენების დღე: კვირა
სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. ქუთაისი. ნიკეას 19
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი სრულყოფილად შევსებული რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: paatajafoshvili@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |