www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

სასტუმრო "ლოპოტა სპა & რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე ს. ნაფარეულში.

ძირითადი ფუნქციები:

** ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება. არსებული და მოსალოდნელი ხარვეზების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა;
** არსებული შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების და ელექტრო დანადგარების მდგომარეობის შემოწმება მათ გაუმართაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით;
** კომპანიის ტექნიკურ სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭირო წინასწარი კონტროლის სამუშაობის დაგეგმვა და განხორციელება;
** გათბობისა და კონდიცირების, ასევე სამაცივრე დანადგარების/სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
** ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიდგომის განვითარების წინადადების ინიცირება ხელმძღვანელთან, რათა დროულად განხორციელდეს მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირება;
** მის სარგებლობაში არსებული რესურსების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების სწორი ექსპლუატაცია და რაციონალური გამოყენება;
** დიზელ გენერატორის მუშაობის კონტროლი, საწვავის მარაგის უზრუნველყოფა, ნამუშევარი საათების აღრიცხვა, დაწესებული ვადების მიხედვით პროფილაქტიკური და ტექნიკური მომსახურების ჩატარების უზრუნველყოფა;

უნარ-ჩვევები:

** პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** პრეზენტაციის უნარი;
** დროის მართვის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვის უნარი;
** რამდენიმე პროექტის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება ტექნიკური დეპარტამენტის მართვის მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@lopota.ge და გთხოვთ ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |