www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსტალაციის ელექტრიკოს-ინჟინერი, ინსტალაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: კოკაზ სოლარი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"კოკაზ სოლარი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება მზის ენერგიისა ათვისებაზე, მზის მიკროსადგურის პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე და გეგმავს დააკომპლექტოს გუნდი მოტივირებული, მზის და განახლებად ენერგიის სექტორში მუშაობის მსურველი სპეციალისტებით.
ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ, როგორც გამოცდილ კადრებთან და ასევე დამწყებ ახალგაზრდებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი ამ სექტორში იმუშაონ და განაგრძონ სპეციალიზაცია.

www.solar.cocaz.ge

ვაკანსიები ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

1. მზის პანელების ინსტალაციის უფროსი ელექტრიკოს-ინჟინერი

უფროსი ელექტრიკოს-ინჟინრის ძირითადი მოვალეობებია მზის მიკროელექტროსადგურის პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფა დაგეგმვიდან მის ექსპლუატაციაში მიღებამდე, რომელიც მოიცავს, შეუზღუდავად:

** მზის სისტემების ინსტალაციის ორგანიზებასა და განხორციელებას შენობის სახურავებსა და სხვა სტრუქტურებზე;
** სისტემების დასამონტაჟებელი ადგილის შესწავლას;
** მზის სისტემებისა და ელექტრო ქსელების დაპროექტება/კონფიგურაციის მოდელირებას;
** მომხმარებელთან კომუნიკაციას პროექტების დამუშავების პროცესში;
** მზის ელექტროსადგურისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენასა და შესყიდვების დეპარტამენტის ტექნიკურ მხარდაჭერას, (განახორციელოს გათვლები, გააკეთოს მოწყობილობებისა და მასალების შერჩევა, განსაზღვროს საჭირო რესურსები (პერსონალი, მოწყობილობა, ვადები და მასალები));
** ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯთაღრიცხვის შედგენას;
** მზის პანელების აწყობასა & ინსტალაციას;
** ინსტალირებული სადგურის მუშაობის გამართულობის შემოწმებას, ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა-აღმოფხვრას;
** ზედამხედველობას მიმდინარე სამუშაოებზე და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მითითებების მიცემას;
** პროექტში ჩართული გუნდის ხელმძღვანელობას.

უფროსი ელექტრიკოს-ინჟინრის მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია ენერგეტიკის სფეროში;
** მაღალი და დაბალი ძაბვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მზის მიკროსადგურის დაპროექტებისა და ინსტალაციის გამოცდილება;
** ტექნიკური ელექტრული პრობლემის შეფასებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ელექტრო გაყვანილობებში არსებული დაზიანებების შეფასებისა და აღმოფხვრის უნარი.

პიროვნული უნარი:

** ორგანიზებისა და მართვის კარგი უნარები;
** დაკვირვებულობა და ყურადღებიანობა;
** მოწესრიგებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა.

გთხოვთ მიუთითოთ თუ გაქვთ შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** მზის პანელების დიზაინი/მონტაჟი;
** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები;
** ელექტრო-საინჟინრო სამუშაოები;
** ელექტრო ნახაზების და სქემების შედგენა;
** საშემსრულებლო ნახაზების მომზადება;
** ჭკვიანი მოწყობილობებთან მუშაობა;
** უცხო ენები: რომელი, რა დონეზე;
** წინა სამუშაო გამოცდილებები.

2. მზის პანელების ინსტალაციის სპეციალისტი

მზის პანელების ინსტალაციის სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია მზის მიკროელექტროსადგურის პროექტის ინსტალაციაში მონაწილეობა, რომელიც მოიცავს, შეუზღუდავად:

** მზის პანელების აწყობა სამონტაჟო ობიექტზე;
** მზის პანელების აღმართვა & ინსტალაცია;
** ქსელების კონფიგურაცია და ელექტრომოწყობილებების ინსპექტირება;
** მზის პანელებთან არსებული ბატარეების ასევე სხვა დამხმარე მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
** ინსტალირებული სადგურის მუშაობის გამართულობის შემოწმება, ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა-აღმოფხვრა.

მზის პანელების ინსტალაციის სპეციალისტის მოთხოვნები:

** ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** სწრაფად სწავლის უნარი;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა.

გთხოვთ მიუთითოთ თუ გაქვთ შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** მზის პანელების დიზაინი/მონტაჟი;
** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები;
** ელექტრო-საინჟინრო სამუშაოები;
** უცხო ენები: რომელი, რა დონეზე;
** წინა სამუშაო გამოცდილებები.

გამოიყენება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
** გასაუბრება;

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.

ვაკანსიით დაინტერესებულებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე info@solar.cocaz.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2021 წ.

პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 5-6 თვის ვადით, შეინახება ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |