www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ფარკონი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

კომპანია "ფარკონი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ საქართველოს მასშტაბით, დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ხეთაგუროვის 22ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 800 ლარი დარიცხული (ხელზე ასაღები) და საბონუსე სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 22-დან 35 წლამდე
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუტორის თანამდებობაზე
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** შრომისმოყვარე.
** კომუნიკაბელური.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 597606267 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: farconi.ge@gmail.com

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 ივლისი.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ფარკონი" 1997 წლიდან დაკავებულია მცენარეული ნედლეულის გადამუშავებითა და ექსპორტით. 2016 წლიდან კომპანიამ დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება სავაჭრო ნიშნით "ხომლი". ბრენდის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და გემრიელი სანელებლები.

ჩვენი კომპანიის ზრდის ტემპიდან და "ხომლის" პოპულარობის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება არაერთი სიახლის დანერგვისა, რაც მოითხოვს თანამედროვე საკვები ტექნოლოგიური პროცესების თეორიულ ცოდნას, ამიტომ ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული საკვები ტექნოლოგიის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანდიდატს ჰქონდეს არამხოლოდ კარგი თეორიული საფუძველი ამ პროფესიაში, არამედ დიდი სურვილიც, რომ შეიძინოს გამოცდილება და პრაქტიკაში განახორციელოს საკუთარი თეორიული ცოდნა. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებთ ახალ თანამშრომელს და მასთან ერთად დავნერგავთ არაერთ სიახლეს.

ჩვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ საიტიდან: www.farconi.com და ფეისბუქ ჯგუფებიდან: www.facebool.com/khomlispices | www.facebook.com/farconi/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |