www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შოურუმის მენეჯერი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო საათებია: 09:30-18:00
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობა/კონტროლი (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად).
** მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა, პერიოდული შედეგების მუდმივი ანალიზი.
** შოურუმის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** შოურუმში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია;
** დარბაზში პროდუქციის თვალსაჩინოდ განლაგებაზე და მასზე ფასმაჩვენებლების კონტროლი, სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან და HR დეპარტამენტთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-სთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური, რუსული).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს - "შოურუმის მენეჯერი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |