www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას აგრონომის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მცენარეების ნიადაგის მომზადება-მოვლა;
** მცენარეების მოვლისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** მცენარეების დაავადებებისა და პარაზიტებისგან დაცვა;
** მცენარეების გადაადგილება, მორწყვა, გაწმენდა- დასუფთავება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება აგრარული მიმართულებით;
** მინიმუმ 4 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრობლემაზე დროულად რეაგირების და მისი გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " აგრონომი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |