www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

სუპერმარკეტების ქსელი "ექსპრეს ქსელი" ეძებს თანამშრომლებს ახალი ფილიალისთვის, ბათუმში.

1. ადმინისტრატორი

მისამართი: ლერმონტოვის ქუჩა
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 750 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასდებულების განლაგების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სწავლება სამუშაო ადგილზე);
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შეკვეთა;
** შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე და სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა "აპექსის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

2. უფროსი მოლარე

მისამართი: ლერმონტოვის ქუჩა.
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
** არასწორი რეალიზაციის პროგრამული გასწორება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** პერიოდულად მაღაზიის სალაროების შემოწმება, სალაროში არსებული თანხის შედარება პროგრამულად, შესაბამის ანგარიშში მითითებულ თანხასთან;
** სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მსგავს სფეროში გამოცდილება და პროგრამა "აპექსის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

3. მოლარე

მისამართი: ლერმონტოვის ქუჩა.
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 450 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
** პროდუქციის სანაცვლოდ მომხმარებლისაგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით;
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა, შესაბამისი ლიმიტის დაცვით თანხის ინკასაცია;
** სალაროს ზონასთან არსებული პროდუქციის ვადებისა და მდგომარეობის კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს სფეროში გამოცდილება და პროგრამა "აპექსის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

4. კონსულტანტი

მისამართი: ლერმონტოვის ქუჩა.
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 400 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** თაროებზე პროდუქციის განლაგება, მარაგების კონტროლი და მუდმივი შევსება;
** პროდუქციის ვადების სისტემატური კონტროლი;
** მაღაზიის ადმინისტრატორის დროული ინფორმირება მოკლევადიანი პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის და მათი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.shioshvili@expresschain.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება შემდეგი ფორმით: კონსულტანტი-ხელვაჩაური და ა.შ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |