www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სოლე პალასი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ძველ თბილისში, ცურტაველის #2-ში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "სოლე პალასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის მიღება, განთავსება, გასტუმრება;
** სასტუმროს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში მუშაობა;
** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** დოკუმენტაციის წარმოება, ანალიზი, რეპორტინგი;
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სტუმრების ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის წარმოება;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება სასტუმროში მუშაობის სტაჟი;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება;
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი უნარი;
** სამსახურში მოწესრიგებული სიარული;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ასაკი: 18-30 წელი.

მუშაობის გრაფიკი: 4 დღე მუშაობა, 4 დღე დასვენება
მუშაობის საათები: 2 დღე 09:00-21:00, 2 დღე 21:00-09:00
ანაზღაურება: 700 ლარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით), შემდეგ ელ.მისამართზე: solepalacetbilisi@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |