www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების უბნის უფროსი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების უბნის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებლობაში არსებული წარმოების უბნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის დასაწყისში საწარმოო გეგმის გაცნობა, თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
** ხორც-პროდუქტების ფორმირების პროცესის მართვა - ფორმის, ზომის, წონის და ხარისხის კონტროლი;
** უბანზე მიმდინარე საწარმოო პროცესების მართვა ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით;
** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
** პასუხისმგებლობაში არსებული საწყობის კონტროლი, ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
** დაქვემდებარებული თანაშრომლობის მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია საწარმოო მიმართულებით);
** დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |