www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

აპარტ-ჰოტელი "Panorama Kvariati" (კვარიათი, აჭარა) აცხადებს ვაკანსიებს არსებულ პოზიციებზე:

1. რესეფშენისტი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების და წესების ზუსტი დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული და მოტივირებული.

2. მოლარე-ოპერატორი რესტორანში

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტით;
** მომხმარებლებთან ანგარიშსწორება და პროგრამული აღრიცხვა;
** ხურდის საჭიროების განსაზღვრა და საჭიროებისამებრ მოთხოვნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალარო აპარატთან და პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

3. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
** შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება;
** პროგრამაში შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და სიახლეების გაცნობა;
** ინვენტარის მოწესრიგება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

4. დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე არსებული ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ობიექტის სისუფთავეზე ზრუნვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ/ინგლისურ ენაზე, ფოტოსთან ერთად), შემდეგ მისამართზე: panoramakvariati@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 557 24 00 90. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |