www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული კვლევების ანალიტიკოსი - სტაჟიორი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

ეისითი კვლევისა და საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2002 წელს. 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ეისითი მხარს უჭერს კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს ეისითიში 100-მდე მუდმივი და 1000-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.act-global.com

ეისითი ეძებს სხარტი გონებისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე, ენერგიულ და ორგანიზებულ სტაჟიორებს მენეჯმენტ კონსალტინგის გუნდში, მარკეტინგული კვლევების მიმართულებით, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გახდნენ ეისითის მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრები.

რა გამოცდილებას და ცოდნებს მიიღებთ?

** როგორც მენეჯმენტ კონსალტინგის გუნდის სტაჟიორს, თქვენ გექნებათ საშუალება ასისტირება გაუწიოთ კონსულტანტებს და ანალიტიკოსებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი და კომპლექსური ამოცანების გადაჭრაში, რაც მოგცემთ შესაძლებლობას ჩაერთოთ კლიენტისთვის მისაწოდებელი ანგარიშების მომზადებაში, საჭირო მონაცემების ორგანიზებასა და ანალიზში;
** კლიენტის სხვადასხვა ამოცანების ანალიზისთვის ექსელში ანალიტიკური მოდელების მომზადებაში: კვლევის მონაცემები, ბაზრის სეგმენტაცია, პროდუქტების პორტფელის ანალიზი, cost-reduction მოდელები, თანამშრომელთა საკომპენსაციო მოდელები, სხვ.
** ასევე მიიღებთ გამოცდილებას ინტერვიუების ჩატარებაში კლიენტის ამოცანასთან დაკავშირებულ მხარეებთან (stakeholder-ებთან) კლიენტის კომპანიის შიგნით თუ გარეთ.

რისი გაკეთება მოგიწევთ?

** ანალიტიკოსების/კონსულტანტების მხარდაჭერა კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების მომზადებაში: შეთავაზება, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები, ანალიტიკური მოდელები ექსელში სხვ.
** ანალიტიკოსების/კონსულტანტების მხარდაჭერა პროექტის მართვაში: ხელშეკრულება, პროექტის დაგეგმვა (რესურსები / ვადები) და გაწერა, კითხვარის მომზადება, ტრანსკრიპტის მომზადება და დაშლა.
** შეხვედრებისა და სტრატეგიული ვორქშოფების ორგანიზება და ანგარიშების მომზადება.

რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებათ?

** ბიზნეს ადმინისტრირება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია (ბაკალავრის ხარისხი)
** კვლევის მეთოდების ცოდნა და გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის და Power Point-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა)
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

რა უნარები დაგეხმარებათ სტაჟირების წარმატებით გავლაში?

** ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თვითორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა
** გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: t.bodokia@act-global.com არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივლისისა. მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ACT-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ACT-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |