www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო ლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი, რუსთავი, თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისათვის კალკულაციის და შეთავაზების მომზადება
** ავტო-ლიზინგის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება
** არსებული კლიენტების პორთფელის მონიტორინგი და კონტროლი
** არსებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში შიდა პროცედურების შესაბამისად;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი
** ინგლისური ენა - საბაზისო ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |