www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" - "კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დამწყებ პოზიციაზე - შეკვეთების ოპერატორი ქუთაისში.

ძირითადი ფუნქციები:

** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/შემოწმება წინასწარ განსაზღვრული წესების და სტანდარტების მიხედვით;
** შეკვეთების შესაბამის პროგრამაში ასახვა და მომწოდებლებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა/კონტროლი;
** კომპანიაში მიღებული სტანდარტების შესაბამისად შეკვეთებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშობის უნარი;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com.

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შეკვეთების ოპერატორი - ქუთაისი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |