www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქონთენთ მენეჯერი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას ქონთენთ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 15 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს, ფლობს ორ საცალო გაყიდვების მაღაზიას და ონლაინ მაღაზია (http://www.ultra.ge)-ს.

კომპანია "ულტრა"-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტური მასალით;
** ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო ქონთენთით;
** ვებ-გვერდზე არსებული ტექსტების ქოფირაითინგი, რედაქტირება და თარგმნა (საჭიროების შემთხვევაში.)
** ინტერნეტ მარკეტინგული ღონისძიებების კონტროლი/კოორდინაცია;
** რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სოციალური ქსელებისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა, მათთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართულად წერის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** ტექსტებთან მუშაობის უნარი, გამოცდილება;
** Adobe Photoshop (საშუალო დონეზე ცოდნა).

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ბოხუას ქ. 4 (ბელიაშვილის 8),
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, (თვეში ორი შაბათი 11:00-18:00-მდე);
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

კანდიდატი შეირჩევა ორი ეტაპის გასვლის შედეგად:

** I ეტაპი - კანდიდატის CV-ს შეფასება;
** მე - II ეტაპი - გასაუბრება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2021.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქონთენთ მენეჯერი."

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |