www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გრინნეტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 6 აგვისტო

კომპანია "გრინნეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"გრინნეტი" დაარსდა 1998 წელს, ხარისხიან ქსელურ გადაწყვეტებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში გაჩნდა. მოკლე დროში "გრინნეტი" იქცა ქვეყნის მასშტაბით წამყვან სისტემურ ინტეგრატორად და ქსელური გადაწყვეტების მიმწოდებლად. ამ ეტაპზე კომპანია გრინნეტი საქართველოს გარდა საქმიანობს კიდევ 3 ქვეყანაში.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, ქსელური ინფრასტრუქტურის, მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და აქსესუარების და ქსელური გადაწყვეტების გაყიდვა
** ახალი კომპანიების პორტფელის შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პროექტის განხორციელების პროცესის სრულყოფილი მენეჯმენტი;
** გაყიდვების მიმართულებით მომხმარებელთან ურთიერთობის/მომსახურების სტანდარტების დანერგვა და განხორციელება.

უნარები:

** მიზანმიმართულობა;
** მართვის და ორგანიზების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

გამოცდილება: არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, CV გამოგვიგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lguniava@greennet.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |