www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ბურგერ ბარი "Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ.58
სამუშაო გრაფიკი: თვეში 21 დღე.
ანაზღაურება: 5 ლარი საათში, თვეში 1200 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** სამუშაო დღის დაგეგმვა;
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება.

საჭირო უნარები:

** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა;
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595950022 მარიამი და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |