www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ISFED
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე თბილისისა და ზუგდიდის რეგიონულ ოფისებში.

სამუშაოს ხანგრძლივობა - 4 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა შრომით დავებზე და საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
** საჩივრების, სარჩელების და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
** ადმინისტრაციულ ორგანოებში და ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა;
** საჭიროების შემთხვევაში ანგარიშების/კვლევების/ბლოგების მომზადება;
** საჭიროებიდან გამომდინარე სხვა სამართლებრივ საკითხებზე დახმარების გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
* * საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** შრომით დავებზე საქართველოს სასამართლოსა (როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო) და ევროსასამართლოს პრაქტიკის ცოდნა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობის, მათ შორის, სასამართლოში წარმომადგენლობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით ადვოკატის მოწმობის ფლობა;
** სასურველია ანგარიშებსა და კვლევებზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამართლებრივი დასაბუთებისა და გამართულად წერის უნარი.

დაინტერესებულ პირებმა უნდა გამოგზავნონ:

** რეზიუმე/CV,
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელფოსტაზე - hr@isfed.ge 2021 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება (თბილისი, ზუგდიდი).

ორგანიზაციის შესახებ:

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება; დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და თანაბარი საარჩევნო გარემოსთვის ზრუნვა; ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება; მედიის თავისუფლებისა და პლურალისტური მედია გარემოს ხელშეწყობა; მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მხარდაჭერა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |