www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ქუთაისის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

შპს "ქუთაისის უნივერსიტეტი" (http://www.unik.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ქუთაისის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1000-1500 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტისა და არსებული პროგრამების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო აიტი ინფრასტრუქტურისა და სისტემების დანერგვის პროცესების კოორდინაცია;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში წვდომების განსაზღვრა, შეთანხმება ხელმძღვანელობასთან და შესაბამისი დაშვებების უზრუნველყოფა;
** უნივერისტეტში არსებული აიტი ინფრასტრუქტურის გამართულობის შემოწმების პროცესის კოორდინაცია და მონაწილეობა ამ პროცესში გარკვეული პერიოდულობით;
** IT ინფრასტრუქტურის მიმდინარე ფუნქციონირებისას წარმოქმნილი პრობლემების დროული გადაწყვეტა საკუთარი ან გარე ძალების დახმარებით;
** IT ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების დადგენა, მოთხოვნების ფორმირება და შესყიდვების პროცესში მონაწილეობა შესაბამისი მონაცემების მქონე პროდუქტის შესაძენად;
** პერიოდულად პროგრამული განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და ცვლილებების ინიცირება;
** პროგრამული განვითარების პროცესების დროულად და ხარისხიანად წარმართვა შესაბამის პროვაიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** პროგრამული ცვლილებების შესახებ ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება და ტრენინგების ორგანიზება;
** პროგრამული უზრუნველყოფის მიმდინარე ადმინისტრირება, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხრიდან IT კუთხით დახმარების საჭიროებების გამოვლენა და სათანადო მხარდაჭერა;
** ახალი თანამშრომლების დაკვალიანება, მათთვის პროგრამის სწავლება და მათი სამუშაო ადგილების ინფრასტრუქტურული მოწყობის მონიტორინგი;
** ინტერნეტ კავშირის უწყვეტად და შეუფერხებლად მოწოდებისათვის ინტერნეტ პროვაიდერთან მუშაობა;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ინფორმაციის, მონაცემებისა და დოკუმენტაციის დარეზერვება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** IT მომსახურების პროცესში არსებული რისკების გამოვლენა და მათი მინიმიზაცია;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ლოკალური ქსელების და სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება (CCNA, CCNA Security);
** Voip ტექნოლოგიის ცოდნა და NAS სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

ვაკანსიის დეტალები

** კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 15 ივლისს და დასრულდება 13 აგვისტოს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@unik.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვაკანსია ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი".

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |