www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარფესტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გაყიდვების დეპარტამენტში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მათი შეძენა საზღვარგარეთ და იმპორტი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება და მათი საჭიროებების დადგენა.
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტის პრეზენტაცია.
** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** ავტომობილების შერჩევა, შეძენა და გაყიდვა.

აუცილებელი უნარები:

** მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების/ავტონაწილების კარგად ცოდნა.
** ავტომობილების ბაზრის (ახლები, დაშლილები, საქართველო, უცხოეთი) კარგად ცოდნა.
** ავტომობილის ხელოსნებთან ურთიერთობის და მანქანების შეკეთების გამოცდილება.
** სასურველია ამერიკის აუქციონებთან (Copart, IAAI) მუშაობის, ამერიკიდან მანქანების ჩამოყვანის, შეკეთების და გაყიდვის გამოცდილება.
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.
** ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა (1000-დან 3000 ლარამდე).
** კარიერული ზრდა.
** მეგობრული გუნდი და კარგი ატმოსფერო.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების და შესყიდვების მენეჯერი.

კომპანია "ქარფესტში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ქარფესტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |