www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Green Cat Agency
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ვებ სტუდია "Green Cat" http://www.greencat.agency აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროექტების მენეჯერის პოზიციაზე (დისტანციური).

ვებ სტუდია "Green Cat" დაარსდა 2012 წელს და მუშაობს ქართული ბაზრის საშუალო და მსხვილ კომპანიებთან. პორტფოლიოში გვყავს ბრენდები: "TBC Bank", "Pepsi", "Axis Towers", "Adjarabet", "ახალი ნათება", "Tegeta Motors", "Vardzia Resort", "King David Residence", საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი და სხვა.

თუ შენ გსურს ჩვენს კომპანიაში მუშაობა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე, თუმცა მანამდე ყურადღებით გაეცანი ჩვენს მოთხოვნებსა და პირობებს.

რას გთავაზობთ:

** თავისუფალი სამუშაო განრიგი;
** დისტანციური მუშაობა (სექტემბრიდან ოფისიდან);
** სტაჟირების ვადა 1 თვე (ანაზღაურების გარეშე);
** შერჩეულ კანდიდატებს მივცემთ სატესტო დავალებას;
** თანამშრომლობის შემთხვევაში მკაცრად გავაკონტროლებთ დედლაინებს;
** ყურადღებას ვამახვილებთ დეტალებზე!
** ანაზღაურება: 3500 ლარი (სტაჟირების შემდგომ);
** საბონუსე სისტემა: 10% ყოველი პროექტიდან.

რას ვითხოვთ:

** ვებ დეველოპმენტთან ახლო შეხება (უპირატესობად ჩაითვლება html, css, javascript ენების თუნდაც ზედაპირული ცოდნა, კოდის გარჩევა);
** ვებ გვერდის მუშაობის პრინციპებისა და საფუძვლების ცოდნა;
** ვებ პროექტების მართვის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

უპირატესობად ჩაითვლება:

** გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება (Ps, Ai);
** Google Ads, Analytics, Yandex Direct ედვერთაიზინგ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
** მარკეტინგული კომუნიკაციების, PR, პროექტ მენეჯმენტის ცოდნა;
** ტექნიკური ბექგრაუნდი;

რა უნდა აკეთო:

** კლიენტის მოთხოვნების სწორად ჩამოყალიბება ტექნიკური დავალების სახით;
** საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
** ფასწარმოქმნა და წინადადების სწორად წარდგენა, მოლაპარაკებებში კომპანიის ინტერესების დაცვა;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პროექტის უშუალო მართვა, ცვლილებების შეტანა, დეველოპერებთან ურთიერთობა, ტექნიკური დავალების მიხედვით თასქების შემოწმება.
** პროექტის ჩაბარება, საჭიროების შემთხვევაში კლიენტისთვის მოკლე ვორქშოპის ჩატარება.

უნარ-ჩვევები:

** რუსული და ინგლისური ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური;
** რთული ამოცანების გადაჭრის მზადყოფნა;
** ინიციატიურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

არ ვაქცევთ ყურადღებას:

** 25 წლიან სამუშაო გამოცდილებას;
** უმაღლეს განათლებას;
** სერტიფიკატებს, დიპლომებს, სიგელებს, რეკომენდაციებს;
** გენდერს, ასაკს, ეროვნებას;

თუ ჩვენი პირობები შენთვის მისაღებია და აღნიშნული ვაკანსია წაიკითხე ყურადღებით, მაშინ წერილის subject ველში მიუთითე "მე მიყვარს პროექტ მენეჯმენტი" და გამოაგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hello@greencat.agency

"Green Cat"-ელები გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |