www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

თანამედროვე განათლების აკადემია არის კერძო სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც ვქმნით ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება. აკადემიაში მიდგომები არის მოსწავლეზე ცენტრირებული.

სკოლამდელი განათლების აკადემია, თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლის (ინგლისური ენის კომპეტენციით) თანამდებობაზე.

ვაკანსიის რაოდენობა: 2
სამუშაო დატვირთვა და ხანგრძლივობა: სრული სამუშაო დღე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10.08.2021
სამუშაოს დაწყების თარიღი: 16.08.2021

სამუშაოს აღწერილობა:

** სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და ზრუნვა მის განვითარებაზე;
** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
** მშობლებთან კომუნიკაცია;
** სასწავლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
** პასუხისმგებელია ჯგუფის სისუფთავესა და აღსაზრდელთა ჰიგიენაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სკოლამდელ დაწესებულებაში აღმზრდელად/მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტების, რეგულაციებისა და დოკუმენტების ცოდნა (აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, ბავშვის უფლებათა კონვენცია, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა.) ცოდნა;
** ქართული ენის გამართულად ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარების მოტივაცია;
** კომუნიკაბელურობა, გუნდში და გუნდთან მუშაობის უნარები;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე.

კონკურსში მონაწილეობა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** მოკლე ავტობიოგრაფია,
** სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
** მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

შერჩევის პროცედურა: კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება კანდიდატის პედაგოგიური უნარები და ინგლისური ენის კომპეტენცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: info@cea.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |