www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 08:00-19:00; კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო პროცესების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში და პირველადი დოკუმენტების წარმოება.
** წარმოების დაგეგმილი და ფაქტობრივი რაოდენობების აღრიცხვა და კონტროლი.
** ფილიალში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის შემდგომ დოკუმენტაციის წარმოება;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
** შეთანხმებული პერიოდის ფარგლებში შესაბამისი რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა;
** სამეურნეო მასალების ხარჯების აღრიცხვის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** MS Office-ის ცოდნა სამუშაო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge 25 ივლისამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |