www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხაჭაპურის მცხობელი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" სამუშაოდ იწვევს ხაჭაპურის მცხობელებს.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ვარკეთილი, ნაძალადევი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@madart.ge 25 ივლისამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |