www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვისა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** ნედლეულის მიღების პროცესში უშუალო ჩართულობა, პროდუქციის თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და შესაბამისობის დადგენა;
** ნედლეულის პროგრამული მიღება, როგორც ჯამური, ასევე დამუშავებული პოზიციების მიხედვით წონების პროგრამაში ასახვა;
** მიღებული ნედლეულის, პოზიციების მიხედვით, პროგრამული დაშლა და კოდების მინიჭება;
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთების დამუშავება;
** პროდუქციის სავაჭრო ობიექტებზე პროგრამული გადაწერის უზრუნველყოფა/rs-ზე ატვირთვა;
** პროდუქციის მიწოდებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** RS.ge მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების: Excel, Apex ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ოპერატიულად მოქმედების უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ს.ს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით , შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |