www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სალიზინგო კომპანია სითი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

სალიზინგო კომპანია სითი აცხადებს ვაკანსიას ავტოლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე თელავში.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო ტერიტორია: თელავი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ ვიზიტორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ავტოლიზინგის მენეჯერი თელავში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |