www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას DANONE-ის პროდუქციის მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30სთ-18:00სთ;
ანაზღაურება: 700 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის თაროებზე განლაგების მონიტორინგი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
** საწყობში და თაროებზე განლაგებული პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი-ბათუმი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |