www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კატეგორიის უმცროსი მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და კომერციული პირობების შეთანხმების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მომხმარებლის შესწავლა;
** სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით ასორტიმენტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კატეგორიისა და პოზიციების მომგებიანობის ანალიზი;
** გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი;
** პლანოგრამების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მატრიცის/რეგისტრაციების კონტროლი;
** არასტანდარტული შესყიდვების უზრუნველყოფა;
** აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი.

წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
** კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კატეგორიის უმცროსი მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |