www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ბონუმი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

კომპანია "ბონუმი" აცხადებს შერჩევას სერვისის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ხარისხის სტანდარტების შემუშავებაში ჩართულობა;
** სერვისის პროცესის მუდმივი კონტროლი და პრობლემატურ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** სერვისის მოთხოვნის დაფიქსირება და პასუხისმგებელ პირზე გადამისამართება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქციური მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** მარაგების ნაშთის მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი და ძველი ნაწილების შემოწმება, შესაბამისი წესით აღრიცხვა/დახარისხება;
** სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.

სავალდებულო:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მითითებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმვისა და პროცესის კონტროლის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.bonum@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: ltd.bonum@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |