www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია ჯიბე Cash & Carry, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე, ბათუმის ფილიალში.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის #14
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 700 ლარი+კვარტლური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** მიღებული პროდუქციის დახარისხება და განთავსება;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, საწყობის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასაწყობე ნაშთებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |