www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის ტერიტორიის მოწესრიგება კერხერის საშუალებით;
** კერხერის დანადგარის შემოწმება და მომზადება;
** მოპარვის საწინააღმდეგო ჩიპებით პროდუქციის დამუშავება და სავაჭრო დარბაზში გასატანად გამზადება;
** საწყობიდან მიღებული პროდუქციის გადანაწილება სავაჭრო დარბაზში;
** სამაცივრე პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა, ვადების და სახეობების მიხედვით მაცივარში განთავსება;
** სხვა სამეურნეო საქმიანობებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "musha".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |