www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

"ფინანსური ბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინანსური ბიურო ყველაზე მსხვილი სასესხო პორტფელის მქონე კომპანიაა საქართველოში, აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე)

ფუნქცია/მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებით;
** საგადასახადო პორტალის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარირებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერის ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |