www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წყლის საფილტრაციო სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: kamkama.ge
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge აცხადებს ვაკანსიას წყლის საფილტრაციო სისტემების ინჟინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საფილტრაციო სისტემების სახეობების და მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ფილტრაციის ტექნოლოგიური სქემების შექმნა;
** საფილტრაციო სისტემების გათვლები;
** ფილტრაციის მუშა პროექტების შექმნა;
** დაპროექტებული სისტემების მონტაჟში და გაშვება-რეგულირებაში მონაწილეობა;
** პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და მათთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მოგროვება, სისტემატიზაცია

ცოდნა და გამოცდილება:

** ტექნიკური განათლება, სასურველია წყალმომარაგების დარგში;
** საფილტრაციო სისტემებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** AutoCAD, REVIT და სხვა პროექტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მონაცემების სისტემატიზაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;
** გამართული მეტყველება/ წერა;

კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |