www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Platforma Design Hotel
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

სოლოლაკში, ლერმონტოვის 5 ნომერში მდებარე "Platforma Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ყველა ოთახის ყოველდღიური დალაგება სტანდარტების შესაბამისად
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის და მიმღების სისუფთავეზე
** საწოლის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნების და პირსახოცების დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა
** ყოველი ცვლის ბოლოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობით უზრუნველყოფა
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად
** საწმენდი საშუალებების და ინვენტარის მოხმარების წესების ცოდნა
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა
** წუნდებული თეთრეულის სწორი და დროული აღმოჩენა

პირობები:

** მცოცავი, 9 საათიანი გრაფიკი დილის და საღამოს ცვლებში
** კვირაში 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება: 800 ლარი
** სასტუმრო უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია: hr@platformahotel.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |