www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "FRESH" (მზა კვება, სწრაფი კვება, საკონდიტრო) კატეგორიის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა
** ასორტიმენტების ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისთვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი
** წარმოების ბაზაზე, ახალი პროდუქტების შექმნის პროცესში უშუალო ჩართულობა
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი
** კატეგორიის მომგებიანობის და გაყიდვების ანალიზი
** მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა
** გაყიდვების სტიმულირების კუთხით პრომო აქტივობების დაგეგმვა
** სეზონური პროექტების შექმნა და სისრულეში მოყვანა
** გეგმიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან მიმართულებების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრატურა - ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია MS Excel-ის უმაღალეს დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია
** ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |