www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: ლტოლვილთა დანიის საბჭო
თანდართული ფაილი: 15998_pr_00158935purchaseofcleaningservicedevices_5979553.zip
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

მოწვევა დასუფთავების სერვისის ბიზნესებისთვის შესაძენი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ჰუმანიტარული მიდგომა, პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა და პატიოსნება.

2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს "ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის", რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.

ინფორმაცია მოთხოვნილ სერვისზე:

ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ლდს იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ კომპანიებს დასუფთავების სერვისის ბიზნესებისთვის შესაძენი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2
შემოთავაზების ნომერი: PR_00158935
გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 21 ივლისი
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 30 ივლისი
დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

** ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
** დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ლარში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
** მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
** მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
** ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 30.07.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_ 001589351 და კომპანიის დასახელება.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: levan.khvichia@drc.ngo

შეფასების კრიტერიუმი:

** შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
** უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად

ანგარიშსწორება:

ანგარიშსწორება მოხდება ლარში, მოთხოვნილი ნივთების მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |