www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კურაციო
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 6 აგვისტო

"კურაციო" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** IT პროექტის გეგმის შემუშავება, მიმდინარეობის მონიტორინგი და პროექტის ვადაში დასრულების უზრუნველყოფა;
** სისტემის მიმართ მოთხოვნების შეგროვება IT პროექტის მონაწილე და დაინტერესებული პირებისგან ინტერვიუების/შეხვედრების საშუალებით და ასევე, დოკუმენტების ანალიზის მიხედვით;
** სისტემის მიმართ მოთხოვნების დამუშავება, ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება, Scope-ისა და ტექნიკური დავალების დოკუმენტის დაწერა;
** IT პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;
** სატესტო დავალებების შედგენა. შესრულებული სამუშაოს ტესტირების პროცესის მონიტორინგი;
** პროექტთან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების შეფასება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
** პროგრამული სიახლეების დანერგვის შემდგომ მხარდაჭერის უზრუნველყოფა პრობლემების იდენტიფიცირებისა და გაანალიზების გზით;
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
** პერიოდული რეპორტების და ანგარიშის მომზადება;
** ვენდორთან სამუშაო პროცესის აწყობა და მონიტორინგი.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფლად წერა, საუბარი)
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (IT ბიზნეს ანალიტიკოსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2021 წლის 6 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |