www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 24 აგვისტო

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის (ჭურჭლის) პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: იზრუნოს სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებაზე, მოაწესრიგოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** რეცხავს სამზარეულოს ყველა ინვენტარს;
** იცავს ინსტრუქციებს, რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** ფლობს ინფორმაციას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
** სწორად გამოიყენებს სარეცხ მოწყობილობებს;
** უზრუნველყოფს მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლს;
** დაუყოვნებლივ ატყობინებს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** უზრუნველყოფს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 24 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |