www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების აღმასრულებელი
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აღმასრულებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** იცავს სატელეფონო ეტიკეტს და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის კულტურას;
** იღებს და განათავსებს ჯავშნებს სტუმრის მოთხოვნების მიხედვით;
** აწარმოებს სტუმრის შესახებ არსებული მონაცემების პროგრამულ აღრიცხვას;
** ყოველდღიურად ამოწმებს ჯავშნებს;
** ადარებს ყველა დეტალს მიღებულ და გაკეთებულ ჯავშნებს შორის, რათა აიცილოს ნებისმიერი სახის ცდომილება;
** ინარჩუნებს ეფექტურ და ეფექტიან კომუნიკაციას როგორც ახალ ასევე არსებულ პარტნიორ კომპანიებთან;
** ამოწმებს მომდევნო დღის გამსვლელთა სიას და ადარებს კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან მოწოდებულ ინფორმაციას;
** სტუმარს აწოდებს სასტუმროს შესახებ არსებულ ამომწურავ ინფორმაციას და ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას;

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის გამართულად ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 21 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hi-tbilisi.com და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |