www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურში.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა;
** რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** SQL-ის, PL/pgSQL (PostgreSQL)-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება Microsoft SQL Server Reporting Server-ზე რეპორტების აწყობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავსი მიმართულებით სტაჟირების/მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - Junior Application Support Specialist

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |