www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

შპს "ჯითექსი" აცხადებს შიდა ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით, დარბაზზე მუდმივი ორიენტაცია და კონსულტანტების გუნდის ეფექტურად მართვა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, მენეჯერული უნარ-ჩვევები და ძალიან დიდი მოტივაცია აქტიურად ჩაერთოს მაღაზიის დარბაზის პროცესებში და უზრუნველყოს შემდეგი მიმართულებების მართვა:

1. დარბაზი და ლოჯისტიკა

** დარბაზის მუდმივი შევსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა
** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის კონტროლი
** დასაწყობება და საწყობის პერიოდულად მოწესრიგების უზრუნველყოფა
** ბრენდის ვიზუალის მიერ მოწოდებული სტანდარტების მიხედვით დარბაზში ახალი და ფასდაკლებული კოლექციის განლაგების უზრუნველყოფა
** კოლექციის მიღების პროცესების მართვა და შესაბამისი გუნდის კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი
** მიღებული საქონლის ინვენტარიზაცია, სხვაობების გამოვლენა და მაღაზიის მენეჯერისთვის შესაბამისი ფაილის მიწოდება
** გასაგზავნი/მიღებული ტრანსფერის მარაგის მომზადება (აღწერა)

2. გაყიდვები და სერვისი

** თანამშრომლების მხრიდან მომხმარებელთან კომუნიკაციის კონტროლი
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა შესაბამისი სერვისის/გაყიდვების ტექნიკების საშუალებით
** უკმაყოფილო მომხმარებელთან კომუნიკაციაში აქტიური ჩართვა

3. მართვა და ადმინისტრირება

** გუნდის დატრეინინგების უზრუნველყოფა (პროდუქციის, მომსახურების, მერჩენდაიზინგის სტანდარტების გაცნობა)
** გუნდის მოტივირება და მხარდაჭერა საერთო მიზნის მისაღწევად
** გუნდის მართვა და ყოველდღიური დავალებების სათანადოდ დელეგირება
** ჩექლისტის საფუძველზე მაღაზიის ყოველდღიური კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია, ტექსტილის მიმართულებით);
** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო, გამოყენების დონეზე (Ms Word, Excel );
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
** სასურველია უმაღლესი განათლება.

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

** ერთმანეთის მხარდაჭერა
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა
** სიახლეებისადმი ღიაობა
** ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება
** შრომისმოყვარეობა
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება

შერჩევის ეტაპები:

1. მიღებული რეზიუმეების გადარჩევა (გადარჩეულ კანდიდატებზე მოხდება მენეჯერებისგან რეკომენდაციის მიღება);
2. სიტუაციური ტესტი;
3. გასაუბრება (HR მენეჯერთან, საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელთან და ბრენდ მენეჯერების ხელმძღვანელთან);

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800-1000 ლარი + ბონუსი
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სუპერვაიზერი".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |