www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: Green Way
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"გრინვეი"ს პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესში უფროსი ინსპექტორის/ინსპექტორის ასისტირება;
** მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება საავტომობილო, სატრანსპორტო ან/და საინჟინრო მიმართულებით;
** სასურველია, ავტომომსახურების სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** აუცილებელია, მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2021 წლის 20 აგვისტომდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი.

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |