www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი ლოლიტა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 24 აგვისტო

"ლოლიტა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ღიმილით ესალმება ყველა სტუმარს შემოსვლისთანავე;
** შესაძლებლობის შემთხვევაში ეხმარება სტუმარს და უღებს შემოსასვლელ კარს;
** იღებს და განათავსებს ჯავშნებს რესტორნის მაგიდებზე, ითვალისწინებს დაშვებული სტუმრების შეზღუდულ რაოდენობას;
** თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში ინიშნავს მომლოდინე სტუმრების საკონტაქტო ინფორმაციას და უკავშირდება მათ როგორც კი განთავისუფლდება მაგიდა;
** იღებს და აწარმოებს სატელეფონო ჯავშნებს;
** მაგიდასთან დასხდომისთანავე სტუმრებს სთავაზობს მენიუს;
** ინარჩუნებს პოზიტიურ ურთიერთობას ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან;
** ემსახურება სტუმრებს მაქსიმალური სტანდარტების დაცვით;
** გაწეული მომსახურების შემდეგ ამოწმებს სტუმრების აზრს და ითვალისწინებს მიღებულ კომენტარებს.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 24 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |